აირჩიეთ





პაროლის აღდგენა
რეგისტრაცია



უნიქარდის მობილური აპლიკაცია

უკან
დაბრუნება

ყურადღება!

ქულების დაგროვების მიზნით გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია!

0% played

კვლავ უყურებთ?

შეაფასეთ

Facebook Google+ Twitter LinkedIn

უნიქარდის მობილური აპლიკაცია

უნიქარდის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ მობილურ ტელეფონში უნიქარდის მობილური აპლიკაცია ჩამოტვირთონ.

აპლიკაციის მეშვეობით  ქულების დაგროვების პროცესი უფრო კომფორტული გახდა და მომხმარებელი  ყველა იმ სერვისს იღებს, რასაც აქამდე უნიქარდის ვებგვერდის საშუალებით იღებდა. გარდა არსებული სერვისებისა, უნიქარდის მობილურ აპლიკაციას  ახალი ფუნქციებიც დაემატა. უნიქარდის აპლიკაციის საშუალებით შესაძლებელია:

● ვირტუალური ბარათით ქულების დაგროვება და დახარჯვა;

●ფუნქციით „ჩემ გარშემო“ უახლოესი პარტნიორი კომპანიების   ობიექტების მოძიება;

● დაგროვებული ქულების შემოწმება და ამონაწერის ნახვა;

● საჩუქრის არჩევა და შეკვეთა ონლაინ კატალოგის მეშვეობით.

● აქციებისა და შეთავაზებების მიღება;

ვირტუალური ბარათის საშუალებით ქულების დაგროვება და დახარჯვა პირდაპირ მობილური ტელეფონის საშუალებითაა შესაძლებელი. ვირტუალური ბარათის მიღება შეუძლიათ მათაც, ვინც ჯერ კიდევ არ არის უნიქარდის პლასტიკური ბარათის მფლობელი. ვირტუალურ ბარათით სარგებლობა სუპერმარკეტების ქსელ სმარტში, სპარში და სააფთიაქო ქსელ ჯიპისიშია შესაძლებელი, ხოლო უახლოეს მომავალში მათ რიცხვს უნიქარდის სხვა პარტნიორებიც შემოუერთდებიან.

მობილურ აპიკაციაში ასევე საინტერესო სერვისია „ჩემ გარშემო“ – ბარათის მფლობელი ადგილმდებარეობის მიხედვით, მის გარშემო განლაგებულ იმ კომპანიების ობიექტებს ხედავს, სადაც უნიქარდის ბარათი ტარდება. „ჩემ გარშემო“ სერვისის საშუალებით  მომხმარებელს უფრო უმარტივდება ისარგებლოს პარტნიორი კომპანიის მიერ შემოთავაზებული სერვისებით და დააგროვოს ქულები 3500-ზე მეტ წერტილში.

აპლიკაცია უფასოა და მისი ჩამოტვირთვა სმარტფონების მფლობელებისთვის play store-ზე ან app store-ზეა შესაძლებელი.