აირჩიეთ





პაროლის აღდგენა
რეგისტრაცია



შეიძინეთ გაზი უნიქარდის ქულებით

უკან
დაბრუნება

ყურადღება!

ქულების დაგროვების მიზნით გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია!

10
0% played

კვლავ უყურებთ?

შეაფასეთ

Facebook Google+ Twitter LinkedIn

შეიძინეთ გაზი უნიქარდის ქულებით

ვისოლი და უნიქარდი ბარათის მფლობელებს ახალ, კომფორტულ სერვისს სთავაზობენ. ბონუს ქულებით ავტოგაზის შეძენა  ვისოლის გაზგასამართ სადგურებზე, ადგილზევე გახდა შესაძლებელი.  ქულების გაზში გადაცვლა ავტოგასამართ სადგურებზე მომენტალურად, პლასტიკური უნიქარდ ბარათით ან უნიქარდის აპლიკაციაში არსებული ვირტუალური ბარათით ხდება. 12 ქულა უდრის 1 ლარს. ქულების დახარჯვა შეუძლია ძირითადი ბარათის მფლობელს, რომელიც რეგისტრირებულია უნიქარდის სისტემაში და წინა კალენდარულ თვეში მინუმუმ 1-ჯერ აქვს ბარათი გატარებული.

ვისოლი და უნიქარდი 6 წელია წარმატებით თანამშრომლობენ. უნიქარდის 500 000-ზე მეტი მომხმარებელი აგროვებს ქულებს ვისოლში. ბონუს ქულები ვისოლის ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით  გროვდება, მათ შორის, ვისოლგაზის 20 ავტოგასამართ სადგურზე. ჯამში მომხმარებლებს 150 მილიონი ქულა აქვთ დაგროვებული. დაგროვებული ქულებით ბარათის მფლობელებმა 3 მილიონზე მეტი საჩუქარი მიიღეს.

ვისოლ გაზი მსოფლიოში წამყვან კომპანია Aspro-სთან თანამშრომლობს. Aspro-ს ტექნიკური აღჭურვილობით მომხმარებლებს უსაფრთხო და ხელმისაწვდომ პროდუქტს სთავაზობს.