აირჩიეთ





პაროლის აღდგენა
რეგისტრაცია



კავეა უნიქარდის პარტნიორი გახდა

უკან
დაბრუნება

ყურადღება!

ქულების დაგროვების მიზნით გთხოვთ, გაიაროთ ავტორიზაცია!

10
0% played

კვლავ უყურებთ?

შეაფასეთ

Facebook Google+ Twitter LinkedIn

კავეა უნიქარდის პარტნიორი გახდა

კინოთეატრების ქსელი კავეა უნიქარდის ქსელში ჩაერთო. დღეიდან ქულების დაგროვება ბარათის მფლობელებს ამირანთან, აპოლოსთან და რუსთაველთან ერთად კავეას ყველა კინოთეატრში შეუძლიათ.

კავეა 2015 წელს დაარსდა და დღეისათვის 2 კინოთეატრით არის წარმოდგენილი. თითოეული მათგანი უახლესი ტექნოლოგიითაა აღჭურვილი და ფილმების 3D ფორმატში ნახვის შესაძლებლობას იძლევა. ამასთანავე, კავეაისთფოინთში ფუნქციონირებს IMAX დარბაზი, სადაც გამოსახულება უფრო რეალურია და შესაბამისად, ფილმის ყურება უფრო სასიამოვნო.

კინოთეატრებში ხუთშაბათობით, საშუალოდ 3 ახალი ფილმი დგება გაქირავებაში. რეპერტუარი ყოველთვის მრავალფეროვანი და საინტერესოა. ჟანრობრივად განსხვავებული ფილმები ნებისმიერი გემოვნების ადამიანზეა გათვალისწინებული.

კავეაში დახარჯულ ყოველ 10 ლარზე 1.4 ქულა გროვდება. კინოთეატრები მდებარეობს მისამართებზე: აღმაშენებლის ხეივანი, მე-16 კმ. ს/ც „თბილისი მოლი“; ალექსანდრე თვალჭრელიძის ქ. 2, ს/ც „ისთ ფოინთი“.