აირჩიეთ





პაროლის აღდგენა
რეგისტრაცია



პირობები

1.  უნიმანია ─ ხელშეკრულების პირობები

ვებგვერდზე www.unimania.ge ავტორიზაციით თქვენ ადასტურებთ თქვენს ნებას ისარგებლოთ შპს „უნივერსალ ქარდ კორპორეიშენ“-ის პროექტ „უნიმანიის“ მიერ შემოთავაზებული პირობებით, რაც საშუალებას გაძლევთ დააგროვოთ უნიქარდის ქულები ვებგვერდზე განთავსებული ვიდეორეკლამის და ბანერ(ებ)ის გაცნობით, საკონტროლო შეკითხვ(ებ)ის დადასტურებით,, ბმულ(ებ)ზე გადასვლითა და კითხვარის შევსებით.

წინამდებარე პირობები წარმოადგენს ხელშეკრულებას თქვენსა და კომპანია შპს „უნივერსალ ქარდ კორპორეიშენ“-ის პროექტ უნიმანიას  შორის.

ტერმინთა განმარტება:

1.1  ხელშეკრულება - წინამდებარე პირობები, რომელიც „უნივერსალური დაგროვების ბარათის უნიქარდით სარგებლობის პირობებთან“ ერთად წარმოადგენს ერთიან სამართლებრივ დოკუმენტს;

1.2  კომპანია უნიქარდი - შპს „უნივერსალ ქარდ კორპორეიშენ“;

1.3  მომხმარებელი - უნიქარდ ბარათის მფლობელი ფიზიკური პირი;

1.4  ვებგვერდი - ვებ მისამართი www.unimania.ge;

1.5  პარტნიორი კომპანია - უნიმანიის პროექტის ფარგლებში კონტრაქტორი კომპანია;

1.6  უნიმანია - შპს „უნივერსალ ქარდ კორპორეიშენ“-ის პროექტი, რომლის მიხედვით მომხმარებლებს ეძლევათ შესაძლებლობა ვებგვერდზე განთავსებული სარეკლამო ვიდეორეკლამისა და ბანერების გაცნობით/საკონტროლო კითხვების დადასტურებით,  ბმულებზე გადასვლითა და კითხვარების შევსებით დააგროვონ ქულები გარკვეული მოცულობით;

1.7. უნიმანიის ანგარიში -  ბარათის მფლობელისათვის უნიმანიის პროექტის ფარგლებში ავტომატურად დაფორმირებული ანგარიში, რომელზეც აისახება/აღირიცხება ქულების დაგროვება ძირითადი ან/და დამატებითი ბარათებით უნიმანიის პროექტის ფარგლებში.

1.8. აქტიური ანგარიში - უნიმანიის ანგარიში, რომელზეც სისტემატურად ხორციელდება უნიმანიის პროექტის ფარგლებში მომხამრებლის მიერ ქულების დაგროვება. აქტიური უნიმანიის ანგარიში მოქმედებს უვადოდ;

1.9. პასიური ანგარიში - უნიმანიის ქულების ანგარიში, რომელზეც უნიმანიის პროექტის ფარგლებში ქულების დაგროვება არ განხორციელებულა ბარათის მფლობელ(ებ)ის მიერ უკანასკნელად/ბოლოს განხორციელებული დაგროვების ტიპის ოპერაციიდან 12 (თორმეტი) თვის განმავლობაში;

1.10. ვიდეორგოლი - უნიმანიის ვებგვერდზე განთავსებული, სარეკლამო ვიდეორგოლები, სატელევიზიო ჩართვების ამსახველი ვიდეო მასალა  და სხვა;

1.11. ბანერი - სარეკლამო ან და საინფორმაციო ვიზუალი;

1.12 კითხვარი - კითხვარი ემსახურება მომხმარებლის ქცევის ან/და გარკვეულ პროდუქტ(ებ)ზე/მომსახურებაზე მომხმარებლის აზრის/ინფორმაციის და ა.შ ასახვას;

1.13. ბმული - ვებგვერდის მისამართი (URL), რომელიც იძლევა ინფორმაციას უნიმანიის ან/და პარტნიორი კომპანიის გარკვეული სახის პროდუქციაზე/მომახურებაზე;

1.14. საკომუნიკაციო მასალა - ბმული, კითხვარი, ვიდეორგოლი, ბანერი და სხვა;

1.15. საკონტროლო შეკითხვა - უნიმანიის მიერ მომხმარებლის ვიდეორეკლამის ან/და ბანერის ყურების პროგრამული კონტროლი საკონტროლო შეკითხვებით - „კვლავ უყურებთ?“;

1.16. ქულა - უნიქარდის ქულა, განმარტებულია შპს „უნივერსალ ქარდ კორპორეიშენ“-ის  უნიქარდით სარგებლობის პირობებში;

1.17. საეჭვო ოპერაცია - განმარტებულია შპს „უნივერსალ ქარდ კორპორეიშენ“-ის  უნიქარდით სარგებლობის პირობებში;

 2.      ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები

2.1  უნიმანიის მიერ შემოთავაზებული პირობებით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ ვებგვერდზე რეგისტრირებული მომხმარებლებისათვის, სისტემაში შესვლის შემთხვევაში;

2.2  თემატური კატეგორიების მიხედვით ვებგვერდზე განთავსებული საკომუნიკაციო მასალიდან მომხმარებელი უფლებამოსილია აირჩიოს ნებისმიერი და ისარგებლოს ქულების დაგროვების შესაძლებლობით;

2.3  საკომუნიკაციო მასალის გაშვებისას პროგრამა პერიოდულად ამოწმებს  მომხმარებლის ჩართულობას;

2.4  საკონტროლო შეკითხვის დაუდასტურებლობის შემთხვევაში პროგრამა მომხმარებელს რამდენიმე წამში ავტომატურად თიშავს. მომხმარებლის პროგრამიდან გათიშვის შემთხვევაში ქულები არ  ირიცხება/ გროვდება;

2.5  ქულების დაგროვება შესაძლებელია:

2.5.1  სასურველი ვიდეორგოლის გაცნობით და საკონტროლო შეკითხვების დადასტურებით;

2.5.2  ბანერის გაცნობითა  და საკონტროლო შეკითხვების დადასტურებით;

2.5.3  ბმულზე გადასვლით;

2.5.4  კითხვარების სრულად შევსებით;

2.6  ვიდეორგოლებზე,  ბმულებზე, ბანერებზე და კითხვარებზე ქულები შესაძლოა სხვადასხვა რაოდენობით დაგროვდეს. ყოველი კონკრეტული ქულადი მაჩვენებელი მოცემულია კონკრეტული საკომუნიკაციო მასალის დამატებით პირობებში, რომელიც განიხილება, როგორც წინამდებარე ხელშეკრულების პირობა. მომხმარებლის მიერ  დაგროვებული/დახარჯული ქულების რაოდენობის შემოწმება შესაძლებელია ვებგვერდზე, უნიქარდის ვებ გვერდზე, საინფორმაციო ცენტრში, სერვისცენტრში, სერვის პუნქტებში, ასევე "SMS" შეტყობინებითა და კომპანიის ყველა სხვა ხელმისაწვდომი არხების საშუალებით;

2.7  ქულები არ დაგროვდება, ხოლო დაგროვებული ქულები ჩამოიჭრება/ჩამოიწერება შემდეგი ერთ-ერთი, ან რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში:

2.7.1  საკონტროლო შეკითხვის დაუდასტურებლობისას;

2.7.2  სისტემაში შესვლის (ავტორიზაციის) გარეშე საკომუნიკაციო მასალის ყურებისას;

2.7.3  საეჭვო ოპერაციის დაფიქსირების/განხორციელების აღმოჩენისას;

2.7.4  არასანქცირებული წვდომის შემთხვევაში;

2.7.5  ქულების დაგროვებისას შეცდომის გამოვლენის შემთხვევაში;

2.7.6  უკვე ნანახ საკომუნიკაციო მასალაზე, რაზეც უკვე ქულა დარიცხულია/დაგროვებულია (თუ კონკრეტული საკომუნიკაციო მასალის პირობაში სხვა რამ არ არის განსაზღვრული);

2.7.7  პროცედურული, პროგრამული გაუმართაობების, ხარვეზების, ტექნიკური და მექანიკური  და სხვა სახის შეცდომის გამოვლენის შემთხვევაში;

2.7.8  თუ მომხმარებელი არ განეკუთვნება, სარეკლამო მასალის განმთავსებლის მიერ განსაზღვრულ სამიზნე ჯგუფს;

2.7.9.  ქულები ჩამოიწერება პასიური უნიმანიის ანგარიშიდან,  რომელზეც ქულების დაგროვება არ განხორციელებულა ძირითადი და/ან დამატებითი ბარათის მფლობელის მიერ უკანასკნელად/ბოლოს განხორციელებული ქულების დაგროვების ოპერაციიდან 12 (თორმეტი) თვის განმავლობაში.

2.7.10  საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევაში;

2.8  საკომუნიკაციო მასალის შინაარსზე, გაფორმებაზე/დიზაინზე, ნებიმიერ გამოსახულებაზე, გრაფიკაზე, ვიდეორეკლამაზე დადებულ მუსიკალურ ნაწარმოებზე სრულად პასუხისმგებელია პარტნიორი კომპანია. უნიმანიის/უნიქარდის, როგორც შუამავლის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება მხოლოდ სარეკლამო მასალის ვებგვერდზე განთავსების ხარისხითა და სამუშაო პროცესის ორგანიზებით;

21. ქულების დაგროვება, ქულებით სარგებლობა

2.11. პროექტ უნიმანიის ფარგლებში მომხმარებლების მიერ დაგროვებული უნიქარდის ქულები აღირიცხება  უნიმანიის ანგარიშზე.

2.22  უნიმანიის ანგარიშზე დარიცხული/დაგროვებული ქულებით სარგებლობის (გახარჯვა) მიზნით მომხმარებელი (ძირითადი ბარათის მფლობელი) უფლებამოსილია განახორციელოს უნიმანიის ანგარიშზე დარიცხული /დაგროვებული ქულების გადატანა უნიქარდის ანგარიშზე და უნიმანია უნიქარდის ფარგლებში ჯამურად დაგროვებული ქულების გამოყენება იმ შემთხვევაში

თუ მომხმარებელი წინა კალენდარული თვის განმავლობაში დააგროვებს მინიმუმ 5 (ხუთი) ქულას უნიქარდის ნებისმიერ პარტნიორ კომპნიაში შპს უნივერსალ ქარდ კორპორეიშენის სარგებლობის პირობების შესაბამისად- http://www.unicard.ge/ge/terms ;

2.33. უნიმანიის ანგარიშიდან უნიქარდის ძირითად ანგარიშზე ქულების გადატანა შესაძლებელია ძირითადი ბარათის მფლობელის მიერ უნიქარდის რეგისტრირებული პირადი გვერდიდან ან სატელეფონო /სერვის ცენტერების მეშვეობით.“

 3.     კონფიდენციალურობა და პირადი ინფორმაცია, სხვა პირობები

3.1 უნიმანიის ან/და პარტნიორი კომპანიების მიერ მომხმარებლებისათვის მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების/გამარტივების, ახალი პროექტების შემუშავება-დანერგვის, კომპანიის/უნიმანიის პარტნიორ კომპანიებთან სხვადასხვა ერთობლივი აქციების მოწყობისა ან/და სარეკლამო-მარკეტინგული მიზნებისათვის კომპანია იტოვებს უფლებას უნიმანიის ვებგვერდზე დარეგისტრირებულ მომხმარებელთა  მონაცემ(ებ)ი/(მათ შორის პერსონალური მონაცემები), მომხამრებლების მიერ შევსებული კითხვარები, უნიმანიის პროექტის ფარგლებში ნაწარმოები ნებისმიერი სტატისტიკური მონაცემები, მომხმარებელთა ინტერესთა სფეროები ან/და სეგმენტაციის მონაცემები გადასცეს ზოგიერთ/შესაბამის პარტნიორ კომპანიას. მომხმარებელი უპირობოდ აცხადებს თანხმობას ასეთი ინფორმაციის გაცემაზე;

3.2  ინფორმაციის დამუშავება მომხმარებლისთვის ცნობილია და ეთანხმება პირობას მასზედ რომ, უნიმანიის მომსახურებით სარგებლობის შედეგად უნიმანია უფლებამოსილია განახორციელოს მომხმარებლის შესახებ არსებული კონფიდენციალური ინფორმაციის (მათ შორის პერსონალური მონაცემების), შევსებული კითხვარების დამუშავება. მონაცემთა დამუშავება, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მოიცავს ავტომატური, ნახევრად ავტომატური ან არაავტომატური საშუალებების გამოყენებით მონაცემთა მიმართ შესრულებულ ნებისმიერ მოქმედებას, კერძოდ, მათ შეგროვებას, ჩაწერას, ფოტოზე აღბეჭდვას, აუდიოჩაწერას, ვიდეოჩაწერას, ორგანიზებას, შენახვას, შეცვლას, აღდგენას, გამოთხოვას, გამოყენებას ან გამჟღავნებას მონაცემთა გადაცემის, გავრცელების ან სხვაგვარად ხელმისაწვდომად გახდომის გზით, დაჯგუფებას ან კომბინაციას, დაბლოკვას, წაშლას ან განადგურებას;

3.3  უნიმანიას მიერ ელექტრონულ არხებში (ვებგვერდი www.unimania.ge, მობილური აპლიკაციები/ასეთის არსებობის შემთხვევაში/ან/და სხვა მონაცემთა გადაცემის ტექნიკური საშუალებები) მომხმარებლის შესახებ მონაცემების დამუშავება, ასევე მოიცავს მომხმარებლის აქტივობის ჩაწერას (მაგ. ელექტრონული არხით სარგებლობისას მომხმარებლის ადგილსამყოფელის იდენტიფიცირება, ძიების ველში დაფიქსირებული მონაცემების აღწერა და ანალიზი, ვიდეორეკლამების თემატურობის მიხედვით არჩევანის სიხშირის, კითხვარებში ასახული ინფორმაციების ან/და სხვა ნებისმიერ სტატისტიკური მონაცემის ჩაწერა და მისი ანალიზი) ან/და მომხმარებლის მიერ დაფიქსირებული სხვა მონაცემების (მაგ. მომხმარებლის ან/და მესამე პირთა საკონტაქტო მონაცემები, შევსებული კითხვარები) გამოყენებას;

 4.     პირდაპირი მარკეტინგი, საავტორო უფლებები და  სხვა საკითხები

4.1  მომხმარებელი ანიჭებს უნიმანიას  უფლებამოსილებას, უნიმანიის/უნიქარდის სისტემაში ან ბართის განაცხადში დაფიქსირებულ მომხმარებლის ტელეფონის ნომერზე, ელექტრონული ფოსტის მისამართზე უნიმანიის მიერ განსაზღვრული პერიოდულობით, განხორციელდეს მოკლე ტექსტური, ხმოვანი ან/და სხვა სახის სარეკლამო შეტყობინებების, წერილების გაგზავნა, მანამ, სანამ უნიმანიის მომხმარებლისგან არ განხორციელდება სხვაგვარი მითითება;

4.2  მომხმარებლებს უფლება აქვთ ნებისმიერ დროს მოსთხოვონ კომპანიას/უნიმანიას მის შესახებ მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის SMS შეტყობინების გამოყენების შეწყვეტა (სარეკლამო-საინფორმაციო, აქციებისა და სიახლეების შესახებ SMS გამოგზავნის შეწყვეტა) შემდეგი გზებით: მობილური ტელეფონის საშუალებით. კერძოდ, სმსტექსტის - SMS Off ჯეოსელის და ბილაინის აბონენტების მიერ 5552 ნომერზე გაგზავნით, ხოლო მაგთის აბონენტების მიერ 95552-ზე გაგზავნით

სერვისის გათიშვა შესაძლებელია კომპანიის სატელეფონო ცენტრისა და კომპანიის სერვის ცენტრების მეშვეობით;

4.3  მომხმარებელი აცხადებს თანხმობას, რომ მის მიერ უნიმანიის ვებგვერდზე, მობილურ აპლიკაციებსა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სხვა ელექტრონულ არხებში განთავსებული მომხმარებლის მონაცემები (ბეჭდვითი, აუდიო ან/და ვიზუალური) თუ ის არ განეკუთვნება მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს ჩაითვლება უნიმანიის/უნიქარდის საკუთრებად და აღნიშნული მონაცემების განთავსებისთანავე უნიმანია/უნიქარდი სრულად მოიპოვებს მათზე საავტორო ქონებრივ უფლებებს;

4.4  მომხმარებელი უნიმანიის ვებგვერდზე ავტორიზაციით უნიმანიას ანიჭებს უფლებას მასზედ, რომ უნიმანიის/უნიქარდის მიერ და მისი შეხედულებისამებრ ნებისმიერ დროს და ნებისმიერი რაოდენობით, ნებისმიერი წყაროდან (მათ შორის კრედიტ ინფო საქართველოდან) გამოთხოვნილ და მიღებულ იქნას მომხმარებლის შესახებ ინფორმაცია, მათ შორის პერსონალური მონაცემები, მისი გაცნობის, გადამოწმების, შედარების, საბანკო და სხვა საქმიანობისათვის გამოყენების, ანალიზის, შენახვის და საკანონმდებლო ან/და სახელშეკრულებო ვალდებულებ(ებ)ის შესრულების მიზნებისთვის;

4.5  სახელწოდება/დასახელება „უნიმანია“ წარმოადგენს უნიქარდის სასაქონლო ნიშანს და/ან სერვისულ მარკას; ყველა მასალა, რომელიც განთავსებულია უნიმანიის ვებგვერდზე, მათ შორის: პროგრამული უზრუნველყოფა, ნახატები, გრაფიკა, სურათები, ანიმაციები, ვიდეო-მასალა, ვიდეორეკლამები/კლიპები, მუსიკა, აუდიო-მასალა, ტექსტები (ცალკეული ან ყველას ინტელექტუალური საკუთრების უფლება) ეკუთვნის უნიმანიას/უნიქარდს ან მის პარტნიორ კომპანიებს და მათი გამოყენების უფლება დაცულია საავტორო უფლებებით ინტელექტუალური საკუთრების სფეროში. მომხმარებელს არ აქვს ამ მასალის ან სასაქონლო ნიშნის გამოყენების უფლება და მომხმარებელმა არ უნდა გამოიყენოს ისინი უნიმანიის/უნიქარდის ან უნიმანიის პარტნიორი კომპანიის (თუ განთავსებული მასალის საავტორო ქონებრივი უფლებების მფლობელი არის უნიმანიის პარტნიორი კომპანია) წინაწარი წერილობითი ნებართვის გარეშე;

4.6  წინამდებარე ხელშეკრულებაზე თანხმობის გაცხადებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ მის მიერ რეგისტრაციისას მოწოდებული ინფორმაცია წარმოადგენს ზუსტ და უტყუარ მონაცემებს, წინააღმდეგ შემთხვევაში დამდგარ არასასურველ შედეგებზე უნიმანია პასუხს არ აგებს;

4.7  წინამდებარე პირობებსა და უნიქარდით სარგებლობის პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაში უნიმანიის პროექტის ფარგლებში წინამდებარე პირობებს მიენიჭება უპირატესობა იმ საკითხთან მიმართებაში რისთვისაც დადებულია წინამდებარე ხელშეკრულება;

4.8  წინამდებარე პირობები შეიძლება შეიცვალოს ცალმხრივად უნიმანიის/კომპანიის მიერ, რაც ავტომატურად გავრცელდება მომხმარებლებზე. ცვლილებები განთავსდება ვებგვერდზე.

5.     კონფიდენციალურობის წესდება

კონფიდენციალურობის წესდებაში მოცემულია კომპანია უნიქარდის მიერ უნიმანიის ვებგვერდის მომხმარებლებზე ინფორმაციის მიღების წესები.

5.1 პირადი საიდენტიფიკაციო ინფორმაცია



კომპანია უფლებამოსილია მიიღოს პირადი ინფორმაცია მომხმარებელთა შესახებ სხვადასხვაგვარად, მათ შორის, მომხმარებელის მიერ უნიმანიის ვებგვერდზე შემოსვლის, რეგისტრაციის, შეტყობინებების გამოწერის და სხვა სერვისების საშუალებით. 

5.2 არაპერსონალური საიდენტიფიკაციო ინფორმაცია

კომპანია უფლებამოსილია მიიღოს არაპერსონალური საიდენტიფიკაციო ინფორმაცია უნიმანიის ვებგვერდის ვიზიტორების შესახებ, რაც მოიცავს ბრაუზერის ტიპს, ოპერაციულ სისტემას, ინტერნეტ სერვისების პროვაიდერებისგან მოწოდებულ ინფორმაციას, ვებგვერდზე განხორციელებულ აქტივობებს.

5.3 არჩევანის თავისუფლება (Opting-out)

მომხმარებლებთან ურთიერთობის ხარისხის გაუმჯობესებისთვის, კომპანია უფლებამოსილია ვებგვერდის საშუალებით გამოიყენოს “cookies”.  მომხმარებლის ბრაუზერი განათავსებს “Cookies” მყარ დისკზე.  მომხმარებელს შეუძლია მოაწყოს ბრაუზერის პარამეტრები ისე რომ უარი თქვას მასზე, ან მიიღოს სიგნალი როდესაც მიმდინარეობს მონაცემების გაგზავნა. ზემოთ აღნიშნული ქმედების შემთხვევაში, შესაძლებელია მოხდეს ვებგვერდის ზოგიერთი ფუნქციის შეზღუდვა.

5.4 როგორ ვიყენებთ შეგროვებულ ინფორმაციას



უნიქარდი აგროვებს მომხმარებლების პირად ინფორმაციას შემდეგი მიზნებისთვის:
მომსახურების გაუმჯობესება; სარეკლამო საქმიანობა; ინფორმაციის მიწოდება მომხმარებლებისთვის.
     

5.5 რეკლამა

კომპანიის ვებგვერდის რეკლამები შესაძლოა მიწოდებული იქნას მომხმარებლებზე პარტნიორების დახმარებით. უნიმანიის ვებგვერდი იყენებს მომხმარებელთა ბრაუზერის ინფორმაციას (Cookies, tracking pixels, IP address, მოწყობილობების ტიპს და სხვა მსგავსი სახის ტექნოლოგიებს), რომელიც შესაძლოა მესამე მხარის დახმარებით გამოვიყენოთ სხვა ვებგვერდებზე სარეკლამო ინფორმაციის მიწოდების ხარისხის გასაუმჯობესებლად. ბრაუზერის სტატუსის შემოწმება შესაძლებელია ბმულზე: networkadvertising.org/choices/#completed ან www.aboutads.info.
უნიმანიის ვებგვერდის გავლით მესამე მხარისთვის მიწოდებული ინფორმაცია დაცულია საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში და შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მხოლოდ კომპანიისთვის გასაწევი მომსახურების ფარგლებში.




დოკუმენტის განახლების თარიღი: 19.05.2017