აირჩიეთ





პაროლის აღდგენა
რეგისტრაცია



FAQ

რა არის უნიმანია?

უნიმანია ონლაინ სივრცეში უნიქარდის ქულების დაგროვების ახალი შესაძლებლობაა. აქ, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჩაერთოს ლოიალურობის პროგრამაში და ონლაინ სივრცეში მარტივად დააგროვოს უნიქარდის ქულები.

    

როგორ გროვდება უნიქარდის ქულები უნიმანიას საშუალებით?

უნიმანიაზე ქულების დაგროვება ძალიან ადვილია: გაიარეთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია, უყურეთ ვიდეოს, დაათვალიერეთ ბანერები, გადადით ბმულზე, მონაწილეობა მიიღეთ გამოკითხვაში  და ქულების დასაგროვებლად დაადასტურეთ თქვენი ჩართულობა რეკლამაში. მითითებული ქულები უნიქარდის ბარათზე დაგერიცხებათ.

 

როგორ გავიარო ავტორიზაცია უნიმანიაზე?

თუ უკვე დარეგისტრირებული ხართ უნიქარდის სისტემაში (ვებგვერდი ან მობილური აპლიკაცია) გამოიყენეთ თქვენი მომხმარებლის სახელი და პაროლი უნიმანიას გვერდზე ავტორიზაციისათვის.

თუ ჯერ არ დარეგისტრირებულხართ უნიქარდის სისტემაში, დააჭირეთ ღილაკს „რეგისტრაცია“.

   

როდის მერიცხება ქულა უნიმანიაზე?

უნიმანიაზე ქულა გერიცხებათ თუ რეგისტრაცია/ავტორიზაციის გავლის შემგომ განთავსებულ რეკლამაზე ხედავთ სამიზნე ნიშანს: სამიზნე აუდიტორიამოცემული ნიშანი მიუთითებს, რომ თქვენ მიეკუთვნებით ვიდეოს/ბანერის/კითხვარის განმთავსებლის მიერ არჩეულ აუდიტორიას. ქულების დასაგროვებლად დაადასტურეთ თქვენი ჩართულობა რეკლამაში.

ნიმუში

 

რატომ არ მერიცხება ქულა ზოგიერთი ვიდეოსა და ბანერის ყურებისას ან კითხვარის შევსებისას?

თუ ვიდეოზე/ბანერზე/კითხვარზე არ არის მოცემული სამიზნე აუდიტორია ნიშანი, თქვენ არ მიეკუთვნებით ვიდეოს/ბანერის/კითხვარის განმთავსებლის მიერ არჩეულ აუდიტორიას, შესაბამისად არ გერიცხებათ ქულები. იმისათვის, რომ უფრო მეტი რეკლამის სამიზნე აუდიტორიაში მოხვდეთ გადაამოწმეთ თქვენი პერსონალური მონაცემები და თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ შევსებული, სრულიად შეავსეთ ძირითადი მონაცემები ბმულზე. გაატარეთ უნიქარდი ყველა სექტორში და რაც შეიძლება მეტ სავაჭრო ობიექტში.

 

როგორ გავიარო რეგისტრაცია უნიმანიაზე?

თუ უკვე დარეგისტრირებული ხარ უნიქარდის სისტემაში (ვებგვერდი www.unicard.ge ან უნიქარდის მობილური აპლიკაცია) შეგიძლიათ არსებული მონაცემებით (მომხმარებლის სახელი და პაროლი) გაიაროთ ავტორიზაცია ვებგვერდზე www.unimania.ge

თუ უკვე გაქვთ უნიქარდი, მაგრამ ჯერ არ ხართ დარეგისტრირებული ვებგვერდზე ან მობილურ აპლიკაციაში, მიყევით რეგისტრაციის ბმულს. (იხილეთ ინსტრუქცია)

 

როგორ დავაგროვო ქულები თუ არ მაქვს ან დავკარგე უნიქარდის ბარათი?

თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ უნიქარდის ბარათი, შეგიძლიათ გახდეთ ვირტუალური ბარათის მფლობელი, ვებგვერდზე ან მობილურ აპლიკაციით რეგისტრაციისთანავე და დაიწყოთ ქულების დაგროვება მომენტალურად.

 

როგორ შევქმნა ვირტუალური ბარათი?

ვირტუალური ბარათის შექმნა შესაძლებელია როგორც უნიქარდის ვებგვერდის, ასევე მობილური აპლიკაციის საშუალებით.

ვებგვერდიდან ვირტუალური ბარათის შესაქმნელად ეწვიეთ უნიქარდის ვებგვერდს www.unicard.ge, გადადით რეგისტრაციის გვერდზე, მონიშნეთ „არ მაქვს ბარათი“ და მიყევით ინსტრუქციას.

თუ გაქვთ მობილური აპლიკაცია, გადადით რეგისტრაციის გვერდზე, კითხვაზე „გაქვთ თუ არა UNICARD-ის ბარათი?“, მონიშნეთ „არა“ და მიყევით ინსტრუქციას.

 

როგორ მივაბა ვირტუალური ბარათი ფიზიკურ ბარათს და/ან ანგარიშს?

ვირტუალური ბარათის ფიზიკურ ბარათთან ან ანგარიშთან დასაკავშირებლად, გთხოვთ, მიმართოთ სატელეფონო საინფორმაციო ცენტრს ნომერზე (+995 32) 2 555 222 (სამუშაო საათები 09:00 – 21:00)

 

რას მივიღებ უნიქარდის ქულების სანაცვლოდ?

დაგროვებული ქულების გადაცვლა შეგიძლიათ მრავალფეროვან საჩუქრებში: მობილურის სასაუბრო დროში, კომუნალურ  გადასახადებში, საწვავის ტალონებზე, პარტნიორ კომპანიებთან სავაჭრო ობიქტებში არსებულ  სასურველ ნივთებში და ა.შ. საჩუქრის ასარჩევად ეწვიეთ  უნიქარდის ვებგვერდს www.unicard.ge, გაიარეთ ავტორიზაცია/რეგისტრაცია და გადაცვალეთ დაგროვებული ქულები ნებისმიერ თქვენთვის მისაღებ საჩუქრში.

 

როგორ გავიგო რომელი რეკლამა არის ვიდეო, ბანერი თუ კითხვარი?

 ვიდეო რეკლამაზე დაინახავთ ჩართვის ნიშანს ვიდეო, ბანერს თან ახლავს ვიზულის აღმნიშვნელი ნიშანი ბანერი, ხოლო კითხვარზე  გამოსახულია გამოკითხვის აღმნიშვნელი ნიშანი კითხვარი.

ნიმუში

 

როგორ გავიგო თან ახლავს თუ არა ბმული რეკლამას?

 უნიმანიაზე განთავსებულ რეკლამაზე, რომელსაც თან ახლავს ბმული გამოსახულია შესაბამისი ნიშანი ბმული.

ბმული

 

რა შემთხვევაში არ დამერიცხება ქულა უნიმანიაზე?

ქულა არ დაგერიცხებათ:

  • თუ არ ხართ ავტორიზებული;
  • თუ არ მიეკუთვნებით ვიდეოს/ბანერის/კითხვარის განმთავსებლის მიერ არჩეულ აუდიტორიას;
  • გადააჭარბეთ რეკლამის ნახვის მითითებულ ლიმიტს.

 

შემიძლია თუ არა შევცვალო ინტერესთა სფეროები?

ინტერესთა სფეროების რედაქტირება შეგიძლიათ გვერდიდან „პირადი ინფორმაცია“. აირჩიეთ ინტერესთა სფეროები და დააჭირეთ ღილაკს „შენახვა“.

 

სად შემიძლია ვნახო უნიმანიაზე დაგროვებული ქულები?

გაიარეთ ავტორიზაცია სისტემაში და პირადი ანგარიშის განყოფილებაში შეამოწმეთ „დაგროვებული ქულები“.