აირჩიეთ





პაროლის აღდგენა
რეგისტრაცია



უნიმანიის შესახებ

უნიმანია ონლაინ სივრცეში უნიქარდის ქულების დაგროვების ახალი შესაძლებლობაა. აქ, თქვენ უყურებთ ვიდეოს, ათვალიერებთ ბანერებს, მონაწილეობთ გამოკითხვაში, გადადიხართ ბმულზე  და  ქულების დასაგროვებლად ადასტურებთ თქვენს ჩართულობას რეკლამაში.

უნიმანიაში ჩასართავად უნიქარდის ბარათია საჭირო. თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ უნიქარდის ბარათი რეგისტრაციის დროს შეგიძლიათ მომენტალურად გახდეთ ვირტუალური ბარათის მფლობელი. მათ, ვისაც უნიქარდის ვებგვერდზე www.unicard.ge უკვე დარეგისტრირებული აქვთ უნიქარდის ბარათი შეუძლიათ გამოიყენონ მომხმარებლის იგივე მონაცემები ვებგვერდზე www.unimania.ge. ავტორიზაცია/რეგისტრაციის დასრულების შემდგომ მომხმარებელი  ერთჯერადად უთითებს პირად მონაცემებს და მის ინტერესთა სფეროს, რომელიც შემდგომში თქვენთვის განსაზღვრავს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის პრიორიტეტულობას. თუ თქვენ უკვე აქტიური მომხმარებელი ხართ, შეგიძლიათ დაიწყოთ რაც შეიძლება მეტი ქულის დაგროვება ყოველგვარი დანახარის გარეშე.

უნიქარდის ლოიალობის ბარათზე დაგროვებული ქულების გახარჯვა ონლაინ კატალოგშია შესაძლებელი, სადაც 1000-ზე მეტი ნივთი და მომსახურებაა შესული. უნიქარდის ბონუს ქულები შეგილიათ გადაცვალოთ მობილურის სასაუბრო დროში, კომუნალურ  გადასახადებში, საწვავის ტალონებზე, პარტნიორ კომპანიებთან სავაჭრო ობიქტებში არსებულ  სასურველ ნივთებში და ა.შ. უნიქარდის ონლაინ კატალოგის მისამართია: www.unicard.ge/ge/prizes. გაიარეთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია (საჭიროებისამებრ) და გადაცვალეთ დაგროვებული ქულები ნებისმიერ თქვენთვის მისაღებ საჩუქრში.  ბარათის მფლობელებს საჩუქრის შერჩევა ასევე უნიქარდის სერვისცენტრიდან შეუძლიათ.

უნივერსალური დაგროვების ბარათი უნიქარდი ლოიალური მომხმარებლებისთვის პოზიტიურ გამოცდილებას ქმნის და ქულების დაგროვებისა და გახარჯვის საუკეთესო შესაძლებლობას სთავაზობს.